Saturday, January 26, 2013

შოვი



შოვი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (გლოლის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.
შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება - ივნის-ოქტომბერში.

ბახმარო


ბახმარო — მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიმესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში.ზღვის დონიდან 1926-2050 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.

გუდაური



გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიკავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე.2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.
სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის ('ლებიოდკის') მეშვეობით ადიოდნენ.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო“, ამჟამად „გუდაური“). ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანიაDoppelmayr-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.



ბათუმი — ქალაქი საქართველოშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი[6].
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ,თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).
ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

დასვენება საქართველოში

ჩვენი პატარა კუთხე, ჩვენი საქართველო გამოირჩევა მისი საუცხოო ბუნებით. ჩვენს ქვეყანაში შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც ზღვისპირა ადგილებში ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებზე. დასასვენებელი ადგილის შერჩევა დამოკიდებულია თქვენს გუნება-განწყობილებაზე თუ ხართ რისკიანი ადამიანი სჯობს თხილამურებით სრიალი სცადოთ. ამ მხრივ 2 ძირითადი კურორტია ესენია გუდაური და ბაკურიანი თუმცაღა არსებობს როგორც აჭარის ასევე სვანეთის სათხილამურო ადგილები. ხოლო თუ მშვიდ დასვენებას ამჯობინებთ ამ მხრივ რაჭისა და სურამის სუფთა ჰაერი და უშველებელი ტყეები გამოგადგებათ. ზღვისპირა ქალაქები უფრო ხმაურიანი და ახალგაზრდულია ქობულეთი ბათუმი გონიო სარფი ეს ყველა ტერიტორია თქვენს განკარგულებაშია